მომხმარებლები

0
სულ კლინიკების რაოდენობა
0
ამბულატორია
0
სტაციონარი
0
მომხმარებელთა რაოდენობა

თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა

კარდიოქირურგია, ანგიოქირურგია, ამბულატორია

თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა 1994 წლიდან ფუნქციონირებს. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კარდიოქირურგიული,ანგიოქირურგიული საოპერაციო ბლოკები, დიაგნოსტიკური განყოფილება, ბიოქიმიური და კლინიკური ლაბორატორია, კომპიუტერული ტომოგრაფია. კარდიოლოგიური პაციენტებისთვის  გადაუდებელი მიმღები და ზოგადი კარდიოლოგიური განყოფილება, რეანიმაცია, ინტენსიური თერაპიის განყოფილება.
საკონტაქტო ნომერი: 0322 47 93 00

იმედის კლინიკა

სამშობიარო/პედიატრია - სტაციონარი, ამბულატორია

"იმედის კლინიკა" დაფუძნდა 2005 წელს სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი, 2017 წელს პედიატრიული კლინიკა. სამშობიარო სახლში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: სამშობიარო ბლოკი,საოპერაციო ბლოკი,მელოგინეთა განყოფილება,ობსერვაციული განყოფილება, ნეონატოლოგიური სამსახური, ანესთეზიოლოგიური განყოფილება, ორსულთა პათოლოგიის განყოფილება, ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილება, პლასტიკური გინიკოლოგიის სექტორი, ქალთა კონსულტაცია, კლინიკური ლაბორატორია, ჰომეოპათიის, კოლპოსკოპიის, რადიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის, კარდიოტოკოგრაფიის კაბინეტები, კონსერვატული გინეკოლოგიის განყოფილება.

იმედის კლინიკის პედიატრიული საავადმყოფო გაშლილია 68 საწოლზე.მისი განყოფილებებია:სადღეღამისო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (EMERGENCY) და გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, ბავშვთა ქირურგია, ტრავმატოლოგია, თერაპია, ნეონატოლოგია, ინტენსიური დახმარების სამსახურები.
საკონტაქტო ნომერი: 0322 18 28 30

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი

„ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ წარმოადგენს მულტიპროფილურ კლინიკას, გათვილილია 150 საწოლზე. უზრუნველყოფს როგორც სადიაგნოზო, ასევე სამკურნალო სადღეღამისო მომსახურებას ყველა ბაზისური სტაციონარული სამედიცინო სერვისის მიმართულებით: გადაუდებელი, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, აბდომინური და თორაკოქირურგია, ონკოლოგია, თავ-კისრის, კარდიო, უროლოგიური, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, სამშობიარო, რეანიმაციული და ინტენსიური თერაპია.

ასევე, 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია ამბულატორიული კონსულტირება, ყველა ტიპის ინსტრუმენტული კვლევა (რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია, ექოკარდიოგრაფია, დოპლერ-სკანირება, ენდოსკოპია, ართროსკოპია) და სრული ლაბორატორიული მომსახურება.
საკონტაქტო ნომერი: 591 54 05 00

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის ცენტრი

ჰოსპიტალი ემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, სადაც შესაძლებელია 24 საათიანი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების გაწევა. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მისიაა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული სამოქალაქო პირების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო პენსიონერებისათვის სრული და ეფექტური სამედიცინო მომსახურების გაწევა.
საკონტაქტო ნომერი: 0322 72 35 35

შპს კლინიკა რუსთავი

კლინიკა რუსთავი წარმოადგენს მრავალპროფილურ სტაციონარს, რომელშიც ფუნქციონირებს:
ამბულატორიული მომსახურება
გინეკოლოგიური ან სამეანო მომსახურებები
კარდიოლოგიური მომსახურებები
სისხლძარღვთა,  გადაუდებელი მიკროქირურგიისა და მტევნის ქირურგიის დეპარტამენტი;
კლინიკა 24 საათის განმავლობაში იღებს პაციენტებს სისხლძართვთა პათოლოგიებით:  მუცლის აორტის და ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი; მუცლის აორტის და ქვედა და ზედა კიდურების არტერიების ანევრიზმები; ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება; აღნიშნულ პათოლოგიების შემთვევაში კეთდება როგორც ღია ასევე ენდოვასკულარული ჩარევები ჩვენების მიხედვით; ასევე კეთდება ოპერაციები ნერვულ სისხლძარღვოვან კონასთან ახლომდებარე და მათში ჩაზრდილი სიმსივნეების დროს;  ასევე ზედა ქვედა კიდურებზე სისხლძარღვების ნერვების დამყესების დაზიანების დროს რეკონსტრუქციული ოპერაციები; შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში რეკონსტრუქციები;  კიდურებზე ამპუტირებული სეგმენტების რეპლანტაციები, რაც მნიშვნელოვანია პაციენტების შრომისუნარიანობის აღდგენისთვის.
საკონტაქტო ნომერი: 0341 25 01 15

თბილისის მედიცინის ინსტიტუტი TIM

თბილისის მედიცინის ინსტიტუტი წარმოადგენს ახალ, წამყვანი ექიმებით დაკომპლექტებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკას, რომელშიც ფუნქციონირებს: ამბულატორიული მომსახურება; 24 საათიანი სტაციონარული მომსახურეობა (კარდიოლოგია, ნევროლოგია, ზოგადი თერაპია); ინტენსიური თერაპია; რეანიმაცია; ინვაზიური კარდიოლოგია; კორონარული არტერიის ანგიოგრაფია და სტენტირება; ქირურგია; სხვადასხვა სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციები.
საკონტაქტო ნომერი: 
0322 90 00 01
 
მედისონლაბი


წარმოადგენს მულტიპროფილურ ლაბორატორიას. დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით. კვლევები სრულდება უახლესი თაობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ლაბორატორიაში არსებული სამედიცინო საინფორმაციო სისტემა MEDSOFT საშუალებას იძლევა პაციენტსა თუ ანალიზის იდენტიფიკაცია მოხდეს შტრიხკოდის მეშვეობით, ანალიზის პასუხების დასრულებისას ბლანკი შეივსოს ავტომატურად, რაც განაპირობებს შედეგების სიზუსტეს.

კლინიკა ინიციო 

კლინიკა „ინიციო“ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც შეიქმნა იმ მიზნით, რომ მომხმარებელს შესთავაზოს სრულიად განსხვავებული, პაციენტზე ორიენტირებული და ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურება, მისთვის განსაკუთრეებულად თბილი და კომფორტული გარემოს შექმნით. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. ჩვენს კლინიკაში თქვენ მიიღებთ ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის მკურნალობას და დიაგნოსტიკურ სერვისს, რომელიც ეფუძნება მსოფლიოში აღიარებულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს. დაგხვდებათ თბილი გარემო და ყურადღებიანი პერსონალი.
საკონტაქტო ნომერი: 0322 04 50 04


კანვენი-კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრი 


კანისა
და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური და კოსმეტოლოგიური სამსახურის უძველეს და ძირითად კერას როგორც პაციენტთა მომსახურების თვალსაზრისით, ასევე სასწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობით. იგი თანაშრომლობს და აერთიანებს ამიერკავკასიის რეგიონში არსებულ პროფილურ წამყვან დაწესებულებებს. კლინიკა გთავაზობთ ყველა სახის სამედიცინო და ლაბორატორიულ მომსახურებას. თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა და სხვადასხვა სამკურნალო და სადიაგნოსტიკო აპარატურა.
საკონტაქტო ნომერი: 
2 95 77 44;   2 95 46 43;  2 95 06 26

 

ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი როგო

ინოვაციური სტომატოლოგიის ცენტრი როგო სტომატოლოგიური მომსახურებების უპრეცედენტო შესაძლებლობებს და კომპლექსურ სპექტრს გთავაზობთკლინიკა აღჭურვილია ევროპული წარმოების უახლესი თაობის ციფრული ტექნოლოგიებით, რაც შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი დონის სტომატოლოგიური მომსახურება.
საკონტაქტო ნომერი: 551 90 01 17

მომხმარებელი ჩვენზე

MEDSOFT საწყობსა და RS იმპორტს ვიყენებთ ძალიან აქტიურად 2 წელია, მუშაობს გამართულად, ადგილზე შესაძლებელია რედაქტირება, ძალიან გვიადვილებს შესყიდვების შეტანას და შესყიდვების კონტროლს.
პატივისცემით, შპს "პირველი საავადმყოფოს" შესყიდვების სამსახურის უფროსი ნინო ჟღენტი
MEDSOFT საწყობში RS იმპორტზე ვმუშაობთ 3 წელია, პროგრამის საშუალებით მოწესრიგდა მედიკამენტების აღრიცხვა, იზოგება დრო(ერთხელ მიღებული მედიკამენტზე აღარ არის საჭირო რაოდენობის, დასახელების ხელით მიწერა). რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ კომფორტულად.
ნ.მ
მედსოფტის პროგრამაში ჩართვის შემდეგ სამედიცინო ცენტრის შიდა ადმინისტრაციული სამუშაოები გაუმჯობესდა, პროგრამის დახვეწილი და მოქნილი მოდულები საშუალებას გვაძლევს ყველაფერი სწორად და იოლად ავღრიცხოთ და რაც მთავარია გვეძლევა საშუალება ვაკონტროლოთ საწყობში მარაგების მოძრაობა. პროგრამის დანერგვა ჯერ ისევ გრძელდება ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მედსოფტის საუკეთესო გუნდთან ერთად დისტანციურად! გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია