მომხმარებლები

0
სულ კლინიკების რაოდენობა
0
ამბულატორია
0
სტაციონარი
0
მომხმარებელთა რაოდენობა
კლინიკა ინიციო - INITIO

კლინიკა ინიციო - INITIO

კლინიკა „ინიციო“ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც შეიქმნა იმ მიზნით, რომ მომხმარებელს შესთავაზოს სრულიად განსხვავებული, პაციენტზე ორიენტირებული და ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურება, მისთვის განსაკუთრეებულად თბილი და კომფორტული გარემოს შექმნით. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. ჩვენს კლინიკაში თქვენ მიიღებთ ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის მკურნალობას და დიაგნოსტიკურ სერვისს, რომელიც ეფუძნება მსოფლიოში აღიარებულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს. დაგხვდებათ თბილი გარემო და ყურადღებიანი პერსონალი.
საკონტაქტო ნომერი: 0322 04 50 04

მომხმარებელი ჩვენზე

MEDSOFT საწყობსა და RS იმპორტს ვიყენებთ ძალიან აქტიურად 2 წელია, მუშაობს გამართულად, ადგილზე შესაძლებელია რედაქტირება, ძალიან გვიადვილებს შესყიდვების შეტანას და შესყიდვების კონტროლს.
პატივისცემით, შპს "პირველი საავადმყოფოს" შესყიდვების სამსახურის უფროსი ნინო ჟღენტი
MEDSOFT საწყობში RS იმპორტზე ვმუშაობთ 3 წელია, პროგრამის საშუალებით მოწესრიგდა მედიკამენტების აღრიცხვა, იზოგება დრო(ერთხელ მიღებული მედიკამენტზე აღარ არის საჭირო რაოდენობის, დასახელების ხელით მიწერა). რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ კომფორტულად.
ნ.მ
მედსოფტის პროგრამაში ჩართვის შემდეგ სამედიცინო ცენტრის შიდა ადმინისტრაციული სამუშაოები გაუმჯობესდა, პროგრამის დახვეწილი და მოქნილი მოდულები საშუალებას გვაძლევს ყველაფერი სწორად და იოლად ავღრიცხოთ და რაც მთავარია გვეძლევა საშუალება ვაკონტროლოთ საწყობში მარაგების მოძრაობა. პროგრამის დანერგვა ჯერ ისევ გრძელდება ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მედსოფტის საუკეთესო გუნდთან ერთად დისტანციურად! გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია