მომხმარებლები

0
სულ კლინიკების რაოდენობა
0
ამბულატორია
0
სტაციონარი
0
მომხმარებელთა რაოდენობა
იმედის კლინიკა

იმედის კლინიკა

სამშობიარო/პედიატრია - სტაციონარი, ამბულატორია

"იმედის კლინიკა" დაფუძნდა 2005 წელს სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი, 2017 წელს პედიატრიული კლინიკა. სამშობიარო სახლში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: სამშობიარო ბლოკი,საოპერაციო ბლოკი,მელოგინეთა განყოფილება,ობსერვაციული განყოფილება, ნეონატოლოგიური სამსახური, ანესთეზიოლოგიური განყოფილება, ორსულთა პათოლოგიის განყოფილება, ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილება, პლასტიკური გინიკოლოგიის სექტორი, ქალთა კონსულტაცია, კლინიკური ლაბორატორია, ჰომეოპათიის, კოლპოსკოპიის, რადიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის, კარდიოტოკოგრაფიის კაბინეტები, კონსერვატული გინეკოლოგიის განყოფილება.

იმედის კლინიკის პედიატრიული საავადმყოფო გაშლილია 68 საწოლზე.მისი განყოფილებებია:სადღეღამისო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (EMERGENCY) და გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, ბავშვთა ქირურგია, ტრავმატოლოგია, თერაპია, ნეონატოლოგია, ინტენსიური დახმარების სამსახურები.
საკონტაქტო ნომერი: 0322 18 28 30

მომხმარებელი ჩვენზე

MEDSOFT საწყობსა და RS იმპორტს ვიყენებთ ძალიან აქტიურად 2 წელია, მუშაობს გამართულად, ადგილზე შესაძლებელია რედაქტირება, ძალიან გვიადვილებს შესყიდვების შეტანას და შესყიდვების კონტროლს.
პატივისცემით, შპს "პირველი საავადმყოფოს" შესყიდვების სამსახურის უფროსი ნინო ჟღენტი
MEDSOFT საწყობში RS იმპორტზე ვმუშაობთ 3 წელია, პროგრამის საშუალებით მოწესრიგდა მედიკამენტების აღრიცხვა, იზოგება დრო(ერთხელ მიღებული მედიკამენტზე აღარ არის საჭირო რაოდენობის, დასახელების ხელით მიწერა). რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ კომფორტულად.
ნ.მ
მედსოფტის პროგრამაში ჩართვის შემდეგ სამედიცინო ცენტრის შიდა ადმინისტრაციული სამუშაოები გაუმჯობესდა, პროგრამის დახვეწილი და მოქნილი მოდულები საშუალებას გვაძლევს ყველაფერი სწორად და იოლად ავღრიცხოთ და რაც მთავარია გვეძლევა საშუალება ვაკონტროლოთ საწყობში მარაგების მოძრაობა. პროგრამის დანერგვა ჯერ ისევ გრძელდება ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მედსოფტის საუკეთესო გუნდთან ერთად დისტანციურად! გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია