მომხმარებლები

0
სულ კლინიკების რაოდენობა
0
ამბულატორია
0
სტაციონარი
0
მომხმარებელთა რაოდენობა
შპს კლინიკა რუსთავი

შპს კლინიკა რუსთავი

კლინიკა რუსთავი წარმოადგენს მრავალპროფილურ სტაციონარს, რომელშიც ფუნქციონირებს:
ამბულატორიული მომსახურება
გინეკოლოგიური ან სამეანო მომსახურებები
კარდიოლოგიური მომსახურებები
სისხლძარღვთა,  გადაუდებელი მიკროქირურგიისა და მტევნის ქირურგიის დეპარტამენტი;
კლინიკა 24 საათის განმავლობაში იღებს პაციენტებს სისხლძართვთა პათოლოგიებით:  მუცლის აორტის და ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი; მუცლის აორტის და ქვედა და ზედა კიდურების არტერიების ანევრიზმები; ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება; აღნიშნულ პათოლოგიების შემთვევაში კეთდება როგორც ღია ასევე ენდოვასკულარული ჩარევები ჩვენების მიხედვით; ასევე კეთდება ოპერაციები ნერვულ სისხლძარღვოვან კონასთან ახლომდებარე და მათში ჩაზრდილი სიმსივნეების დროს;  ასევე ზედა ქვედა კიდურებზე სისხლძარღვების ნერვების დამყესების დაზიანების დროს რეკონსტრუქციული ოპერაციები; შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში რეკონსტრუქციები;  კიდურებზე ამპუტირებული სეგმენტების რეპლანტაციები, რაც მნიშვნელოვანია პაციენტების შრომისუნარიანობის აღდგენისთვის.
საკონტაქტო ნომერი: 0341 25 01 15

მომხმარებელი ჩვენზე

MEDSOFT საწყობსა და RS იმპორტს ვიყენებთ ძალიან აქტიურად 2 წელია, მუშაობს გამართულად, ადგილზე შესაძლებელია რედაქტირება, ძალიან გვიადვილებს შესყიდვების შეტანას და შესყიდვების კონტროლს.
პატივისცემით, შპს "პირველი საავადმყოფოს" შესყიდვების სამსახურის უფროსი ნინო ჟღენტი
MEDSOFT საწყობში RS იმპორტზე ვმუშაობთ 3 წელია, პროგრამის საშუალებით მოწესრიგდა მედიკამენტების აღრიცხვა, იზოგება დრო(ერთხელ მიღებული მედიკამენტზე აღარ არის საჭირო რაოდენობის, დასახელების ხელით მიწერა). რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ კომფორტულად.
ნ.მ
მედსოფტის პროგრამაში ჩართვის შემდეგ სამედიცინო ცენტრის შიდა ადმინისტრაციული სამუშაოები გაუმჯობესდა, პროგრამის დახვეწილი და მოქნილი მოდულები საშუალებას გვაძლევს ყველაფერი სწორად და იოლად ავღრიცხოთ და რაც მთავარია გვეძლევა საშუალება ვაკონტროლოთ საწყობში მარაგების მოძრაობა. პროგრამის დანერგვა ჯერ ისევ გრძელდება ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მედსოფტის საუკეთესო გუნდთან ერთად დისტანციურად! გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია