მომხმარებლები

0
სულ კლინიკების რაოდენობა
0
ამბულატორია
0
სტაციონარი
0
მომხმარებელთა რაოდენობა

კლინიკა სენა-მედი

კლინიკა "სენა-მედი" -  მულტიპროფილური სტაციონარი გათვლილი 50 საწოლზე,  ქ. სენაკში. იგი მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისს.
საკონტაქტო ნომერი: 596 41 40 00

თელავის ცენტრალური საავადმყოფო

თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფო წარმოადგენს მრავალპროფილურ 70 საწოლზე გათვლილ სტაციონარს. კლინიკაში ფუნქციონირებს: ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილება კორონაროგრაფია, სტენტირება, არითმოლოგიური სამსახური; ქირურგიულ განყოფილებაში ტარდება ყველა სახის მწვავე და გეგმიური ოპერაციები, მათ შორის ლაპარასკოპიული მეთოდით. ტრავმატოლოგიური ოპერაციები, მათ შორის ენდოპროთეზირება. ფუნქციონირებს ყბა-სახის ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია, ნეიროქირურგია. რეანიმაცია, კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) კაბინეტი, რენტგენოგრაფიის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ციფრული აპარატურით. ოფთალმოლოგიური განყოფილება ლაზერო-ქირურგიული, დიაბეტური ბადურის, გლაუკომის, მიოპიური რეტინოპათიის და სხვა პათოლოგიების მკურნალობა. თვალის ოპტიკური გარსების ტომოგრაფიული გამოკვლევები. კლინიკა სთავაზობს ასევე ამბულატორიულ მომსახურებას და აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით. ვუსურვებთ საავადმყოფოს წარმატებებს!
საკონტაქტო ნომერი: 597 91 45 89

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო წმ.დავით აღმაშენებლის ქსენონი 

გაიხსნა 1912 წელს და იყო ქალაქის პირველი მრავალპროფილური საავადმყოფო. დაწესებულება ამ ხნის განმავლობაში უწყვეტად ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს პაციენტების საჭიროებებზე მორგებულ მაღალი ხარისხის ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისს. კლინიკა გათვლილია 80 საწოლზე

საკონტაქტო ნომერი: 0331 22 24 03

ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა ბაიები

ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა ბაიები წარმოადგენს 25 საწოლზე გათვლილ სტაციონარს, (სამშობიარო/გინეკოლოგია) რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, თანამედროვე ტიპის ტექნიკურ აღჭურვილობას და კვალიფიციურ მედპერსონალს.
საკონტაქტო ნომერი: 0322 75 29 96 

შპს "თამაზ ორაგველიძის კარდიოლოგიური ცენტრი"

წარმოადგენს კარდიოლოგიურ ამბულატორიას, სადაც შესაძლებელია სრული სპექტრის კარდიოლოგიური მომსახურების მიღება/


საკონტაქტო ნომერი: 599 55 38 38; 0322 36 44 85;

კლინიკა ნლი - NLI, ზუგდიდი

მრავალპროფილური სტაციონარი, ამბულატორია

მრავალპროფილური კლინიკა NLI „ენ ელ აი “ ქალაქ ზუგდიდში ფუნქციონირებს 2015 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრს რეგიონში. კლინიკა ჩართულია სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში და სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია. გეგმიური და გადაუდებელი სტაციონარი. სამედიცინო ცენტრში კეთდება ოპერაციები, როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით. ცენტრი აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.
საკონტაქტო ნომერი: 574 11 23 33

ჰიგია ჰოსპიტალი

,,ჰიგია ჰოსპიტალი“ შეიქმნა რუსთავის N2 ბავშვთა პოლიკლინიკის ბაზაზე ქ.რუსთავის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ყველა პოლიკლინიკური სამსახურის ოპტიმიზაციით. დაწესებულებაში დასაქმებულია 90 სერთიფიცირებული ექიმი და 65 მედდა. ცენტრში მუშაობს 27 სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი, ფუნქციონირებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი რადიოლოგიური განყოფილება, სხვადასხვა ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტი, თანამედროვე კლინიკო-ბიოქიმიური ლაბორატორია.
საკონტაქტო ნომერი: 0341 28 93 00

მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკ

მარნეულის სამედიცინო ცენტრ ადიკ-ში ფუნქციონირებს :
რეაბილიტაციის ცენტრი;
სამკურნალო მასაჟი;
გეგმიური ქირურგიული ოპერაციები;
გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურეობა.
თქვენ შეძლებთ მიიღოთ შემდეგი სახის კონსულტაციები:  ნევროპათოლოგი, ინფექციონისტი, ალერგოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგისა და ოტორინოლარინგოლოგი.

საკონტაქტო ნომერი: 555-44-27-47
ნეოგენი 

ნარკოლოგიური კლინიკა/სტაციონარი 

კლინიკა ნეოგენში ტარდება ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მკურნალობის სრული კურსი, დეტოქსიკაციიდან რეაბილიტაციამდე. კლინიკა გთავაზობთ აზარტომანიისა და თამბაქოზე დამოკიდებულების თერაპიას მსოფლიოში აპრობირებული უახლესი მეთოდებით. ჩვენი გუნდი გამოირჩევა ნარკოლოგიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალი კვალიფიკაციით. ჩვენ გთავაზობთ სიმშვიდითა და სრული კოფორტით აღჭურვილ გარემოს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, თანამედროვე პრინციპებზე სრულად მორგებულ სამკურნალო ბაზასა და ფსიქოთერაპიულ მიდგომებს. 
საკონტაქტო ნომერი: 032 243 00 54
გლობალ ორთოპედი

მომხმარებელი ჩვენზე

MEDSOFT საწყობსა და RS იმპორტს ვიყენებთ ძალიან აქტიურად 2 წელია, მუშაობს გამართულად, ადგილზე შესაძლებელია რედაქტირება, ძალიან გვიადვილებს შესყიდვების შეტანას და შესყიდვების კონტროლს.
პატივისცემით, შპს "პირველი საავადმყოფოს" შესყიდვების სამსახურის უფროსი ნინო ჟღენტი
MEDSOFT საწყობში RS იმპორტზე ვმუშაობთ 3 წელია, პროგრამის საშუალებით მოწესრიგდა მედიკამენტების აღრიცხვა, იზოგება დრო(ერთხელ მიღებული მედიკამენტზე აღარ არის საჭირო რაოდენობის, დასახელების ხელით მიწერა). რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ კომფორტულად.
ნ.მ
მედსოფტის პროგრამაში ჩართვის შემდეგ სამედიცინო ცენტრის შიდა ადმინისტრაციული სამუშაოები გაუმჯობესდა, პროგრამის დახვეწილი და მოქნილი მოდულები საშუალებას გვაძლევს ყველაფერი სწორად და იოლად ავღრიცხოთ და რაც მთავარია გვეძლევა საშუალება ვაკონტროლოთ საწყობში მარაგების მოძრაობა. პროგრამის დანერგვა ჯერ ისევ გრძელდება ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მედსოფტის საუკეთესო გუნდთან ერთად დისტანციურად! გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია