გასული წლის შეჯამება და 2016 წლის გეგმები

მიმდინარე სტატიაში წარმოგიდგენთ კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემა - MEDWORK-ში 2015 წელს განხორციელებულ ცვლილებებს და 2016 წლის გეგმებს. გასული წელი დახუნძლული იყო ცვლილებებით და დამატებებით.
გასულ 2015 წელს კომპანიის მიერ განხორციელდა შემდეგი პროექტები:

  • მიმართვების მოდული - კლინიკიდან ან კლინიკაში გაცემული მიმართვბის მართვა.
  • რეცეპტების მოდული - ფორმა N3 ბეჭდვა პროგრამიდან - რეცეპტის გაცემას მხოლოდ 15წმ სჭირდება.
  • სალაროს მოდულის გაუმჯობესება - გადახდის სხვადასხვა ტიპების დამატება
  • ლაბორატორიის მოდულის დამატება - ანალიზი აღებულია, გაგზავნილია, პასუხი მიღებულია, გაცემულია ფუნქციონალი

  • სტაციონარული სერვისებისთვის საწოლდღის ავტომატური ზრდის ფუნქცია
  • სტაციონარული სერვისებისთვის სხვადასხვა ტიპის კალკულაციის დამატება
  • სტაციონარისთვის ხელფასების დათვლის ახალი სისტემის დანერგვა
  • სტაციონარისთვის კლინიკის დატვირთვის რეპორტი
  • აფთიაქი/საწყობის მოდულის RS.GE სთან ინტეგრაცია
  • სპონსორის მიხედვით აქცია-ფასდაკლებების სისტემა
  • სპონსორის მიხედვით სხვადასხვა ტიპის რეპორტები

  • ჩაწერის სიაში ექიმის სამუშაო გრაფიკის გამოჩენა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები
  • ჩაწერის სიაში - სამახსოვრო ბილეთის ამობეჭდვა
  • ელ ისტორიაში სკანირების ფუნქცია
  • ელ ისტორიაში დაემატა ექიმის გვერდი
  • ელ ისტორიაში ექიმის ფაქსიმილის დამატება ჩანაწერებზე
  • შეიცვალა კომპანიის ლოგო და ვებ გვერდი.
მომავალი - 2016 წლის განმავლობაში კიდევ მეტ სიახლეს გთავაზობთ. უკვე გეგმაშია და მიმდინარეობს მუშაობა შემდეგ საკითხებზე:

  • WEB პროექტი - კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემა ახალ WEB პლატფორმაზე - შესაძლებელი იქნება პროგრამაში მუშაობა ტაბლეტებით, სმარტფონით.
  • რიგების მართვის საინფორმაციო სისტემის დამატება
  • მენეჯერის გვერდის დამატება
  • ხარჯის გატარება შტრიხკოდის წამკითხავით
  • ლაბორატორიაში ხარჯის ავტომატური გატარების ფუნქციის დამატება
  • სმს გაგზავნის მოდული
  • სალარო აპარატთან ინტეგრაცია
  • ჯანდაცვის სამინისტროს პორტალთან ინტეგრაცია - ფორმა N25 ატვირთვა პროგრამიდან
  • ახალი გრაფიკული რეპორტების დამატება
  • ელექტროკარდიოგრაფის აპარატთან ინტეგრაცია
  • ლაბორატორიული კვლევის შედეგების ავტომატური ატვირთვა პროგრამაში