MEDWORK - ელექტრონული სამედიცინო ისტორია

MEDWORK - კლინიკის მართვის პროგრამა. მოდული: ელექტრონული სამედიცინო ისტორია
პროგრამაში რეალიზებულია ამბულატორიული, სტაციონარული და სტომატოლოგიური სამედიცინო ბარათის ყველა ფორმა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კლინიკას თვითონ შეუძლია:
  • შექმნას,
  • დაარედაქტიროს ფორმები,
  • დაამატოს ლოგო,
  • კლინიკის საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. - ფორმის ძირითადი სტრუქტურის და შინაარსის შეუცვლელად.
გარდა სამედიცინო ჩანაწერებისა თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ პაციენტის პირადობის, დაბადების მოწმობის, პოლისის ასლი, რენტგენის სურათი, დაასკანიროთ და ჩასვათ სხვა კლინიკაში გაცემული დოკუმენტაცია და ა.შ.
  • "ფორმა IV-300/ა" სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი
  • "ფორმა IV-300-1/ა" ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ჟურნალი
  • "ფორმა IV-300-4/ა" გაუტკივარების ოქმი
  • "ფორმა IV-300-5/ა" პაციენტის ანესთეზიისა და ოპერაციისათვის მომზადების ფურცელი
  • "ფორმა IV-300-6/ა" ანესთეზიოლოგის წინასაოპერაციო ჩანაწერის ფურცელი
  • "ფორმა IV-300-8/ა" პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე
  • "ფორმა IV-300-10/ა" პაციენტის თანხმობა სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის ოპერაციაზე
  • "ფორმა IV-300-11/ა" სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმის ოქმი
  • "ფორმა IV-300-14/ა" ეტაპური ეპიკრიზის ჩაწერის ფურცელი
  • "ფორმა IV-300-15/ა" წინასაოპერაციო ეპიკრიზი
  • "ფორმა IV-300-16/ა" ოპერაციის პროტოკოლი
  • "ფორმა IV-301/ა" სტაციონარში პაციენტთა მიღების და გაწერის რეგისტრაციის ჟურნალი
  • "ფორმა IV-200/ა" ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი
  • "ფორმა IV-200-2/ა" ზოგადი მონაცემების ცხრილი
  • "ფორმა IV-200-3/ა" დასკვნითი დიაგნოზების ცხრილი
  • "ფორმა IV-200-4/ა" პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიმწოდებელთათვის
  • "ფორმა IV-200-5/ა" პაციენტის გასინჯვის ფურცელი
  • "ფორმა IV-200-6/ა" კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგები
  • "ფორმა IV-200-7/ა" სამედიცინო ჩარევის ოქმი
  • "ფორმა IV-100/ა" ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
  • "ფორმა №IV-220/ა" - სტომატოლოგიური  პაციენტის  სამედიცინო ბარათი
  • "ფორმა №IV-220-1/ა" - პაციენტის გასინჯვის ფურცელი
სამედიცინო ისტორიაში შესვლა შესაძლებელია 2 გზით

1. მოვძებნოთ პაციენტი და გადავიდეთ მის ისტორიაში ან
2. ექიმის პირადი გვერდიდან პირდაპირ გადავიდეთ პაციენტის ისტორიაში

პაციენტის სამედიცინო ისტორიაში მოცემულია ჩატარებული კვლევების, კონსულტაციების, მომსახურეობების, გაცემული „ფორმა 100“ სია თარიღის მიხედვით.

სამედიცინო კლასიფიკატორები (ICD10, NCSP, ICPC2, LAB)

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცემული საერთაშორისო კლასიფიკატორები ატვირთულია პროგრამაში და ნებისმიერი ფორმის შევსებისას შესაძლებელია მათი გამოყენება.

"ფორმა IV-100/ა" ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ფორმა N100-ის შევსება არასდროს ყოფილა ასე მარტივი. პაციენტის შესახებ ინფორმაციას -  სახელი, გვარი, ასაკი, პირადი N, სადაზღვევო პროგრამა უთითებს ავტომატურად.

დიაგნოზების გრაფაში სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენებით მარტივად მიეთითება დიაგნოზის და ჩატარებული ოპერაციის დასახელება და შესაბამისი კოდი.

დაგეგმილი კვლევების ჩამონათვალი და კოდი მიეთითება კლასიფიკატორებიდან.

გაცემული რეცეპტების შესახებ ინფორმაციას ჩასვავთ ავტომატურად. რეცეპტის ნომერი, გაცემული მედიკამენტი, რაოდენობა, რეცეპტის ვადა და გაცემის თარიღი დაემატება ერთი დაწკაპუნებით.

გაცემული მიმართვების სია და თარიღი დაემატება ერთი დაწკაპუნებით.

შესაძლებელია ფაქსიმილის დამატება

ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების კონტროლი - კლინიკის მართვის მოდულში.


კლინიკაში ნაწარმოები სამედიცინო ჩანაწერების სრული სია მოცემულია კლინიკის მართვის მოდულში, მენეჯერს მარტივად შეუძლია აკონტროლოს კლინიკიდან გაცემული
  • ფორმა 100 და სხვა სამედიცინო ჩანაწერები
  • რეცეპტები
  • მიმართვები
  • მიიღოს ჩატარებული ოპერაციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, დაწყება, დასრულება, სირთულე, ხანგრძლივობა,  დიაგნოზი, მონაწილე პერსონალი და ა.შ.
  • კლინიკაში დასმული დიაგნოზების სტატისტიკური ინფორმაცია, რაოდენობა.