საწოლდღე და მისი მონაცემების ფინანსური მართვა

სტაციონარის ფუნქციები: საწოლდღე და მისი მონაცემების ფინანსური მართვა
კიდევ ერთი ნაბიჯი ავტომატიზაციისკენ.

MEDSOFT-ის სისტემა მომსახურების დაწყების მიხედვით ავტომატურად ითვლის  ფასს, პაციენტის წილს და სპონსორის წილს.სტაციონარის შემთხვევაში ხშირია მომსახურების სახე რომელიც ანგარიშდება საწოლდღეების მიხედვით.

ჩვენს მიერ შეიქმნა უნიკალური სისტემა რომელიც ავტომატურად ითვლის მომსახურების დაწყების მიხედვით ფასს, პაციენტის წილს და სპონსორის წილს. მომსახურების დასრულების შემდეგ კი შესაბამის ხელფასს დაურიცხავს პერსონალს და მიუთითებს ხარჯებს (არაპირდაპირი, კომუნალური და ა.შ.)

მაგალითისათვის განვიხილოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურება - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა * -/- ინტენსიური მკურნალობა/მოვლა / სტაციონარში დაყოვნება = ან <21ს/დ. 1 საწოლდღის ფასი 300 ლარი.

მოცემული მომსახურების დამატების შემდეგ ჩაირთვება საწოლდღის ავტომატური ზრდის ფუნქცია რაც ნიშნავს შემდეგს:

ვთქვათ მომსახურება დაიწყო 01.06.2016 10:00 ზე.

იგი მოინიშნება განსვავებულად და დაიწყება ათვლა,
02.06.2016 16:00 ზე თუ გადავამოწმებთ პროგრამაში -  გასულია 30სთ,
მომსახურების ფასი არის 300ლ x 30სთ/24სთ=375ლ,
პაციენტის წილი - 10% იანი დაფინანსების შემთხვევაში იქნება 37.5ლ
ხოლო სპონსორის წილი 337.5ლ.

აღნიშნული ფინანსური პარამეტრები ასევე გამოჩნდება მთავარ რეპორტშიც.

მომსახურების დასრულების შემდეგ ჩაიხურება შემთხვევა, დაფიქსირდება საბოლოო კალკულაცია და ხელფასები შესაბამისი ფორმულის მიხედვით.
ხელფასები და ხარჯები დაითვლება შედგენილი გეგმის შესაბამისად მაგ თუ 1 საწოლდღის ხელფასი ექიმისთვის არის 30ლ ამ შემთხვევაში 30სთ-ის შემთხვევაში იქნება პროპორციულად 37.5ლ

კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემა - MEDSOFT.GE