ლაბორატორიის მოდული: სრულიად ახალი

MEDSOFT მა განახორციელა ამბიციური პროექტი - სრულად შეიცვალა ლაბორატორიის მოდული.

პროექტზე 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა მუშაობა.

ახალი მოდული შედგენილია HL7 (Health Level Seven) სტანდარტის მიხედვით.
ახალ ლაბორატორიის მოდულს აქვს უამრავი უპირატესობები.

•    სტანდარტული ლაბორატორიის ბლანკის ქუდი ყველა ანალიზისთვის - შედეგად ყველა ბლანკი ერთი სტილისაა
•    მარტივია ანალიზის ბლანკის შექმნა - ამისთვის საკმარისია მხოლოდ ლაბორატორიის პარამეტრების არჩევა და თანმიმდევრობით დალაგება
•    ანალიზის პასუხის შეყვანისას სავარაუდო პასუხების დახმარება. ლაბორანტს აღარ მოუწევს პასუხში სიტყვების სრულად დაწერა (მაგ. დადებითი, უარყოფითი, IV(AB) - სისხლის ჯგუფის შემთხვევაში) პასუხების არჩევა შესაძლებელია.
•    ლაბორატორიის პარამეტრების (მაგ. ჰემოგლობინი, ლეიკოციტები) დასახელებების და ნორმების დამატება და რედაქტირება შეუძლია მენეჯერს. პარამეტრების არჩევის შემთხვევაში კი შექმნის სრულ ანალიზს (მაგ. სისხლის საერთო ანალიზი)
•    HL7 სტანდარტის მიხედვით შენახული ანალიზის პასუხები კი ავტომატურად ჯდება ფორმა N IV/100ა ში. რაც ამ მნიშვნელოვანი ფორმის შევსების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს და უფრო აკადემიურს ხდის მას
•    დაბეჭდილ ანალიზში მითითებულია ნორმიდან გადახრა
•    შესაძლებელია ჩატარებული ანალიზების რეპორტის ამოღება
•    პაციენტის მოდულში კი შესაძლებელია პასუხების თარიღის მიხედვით შედარება და დინამიკის გრაფიკულად ნახვა
•    პაციენტის მეილზე პასუხის გაგზავნა რა თქმა უნდა აქაც შესაძლებელია

MEDSOFT.GE - კლინიკის მართვის სისტემა